ლარმა გამყარების ტენდენცია დაასრულა - როგორი იყო მიმდინარე კვირის დინამიკა

ეროვნულმა ვალუტამ მიმდინარე კვირა გაუფასურებით დაიწყო.

22 ივლისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7104 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.6996 ლარი იყო, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1,08 თეთრით გაუფასურდა. ევროს კურსმა 2.9516 ლარი შეადგინა და ლარი მასთან მიმართებით 1,34 თეთრით გაუფასურდა.

23 ივლისს ლარმა გაუფასურება განაგრძო. 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7242 ლარი შეადგინა. ლარის გაუფასურების მაჩვენებელი 1,38 თეთრი იყო.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 0,63 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 2.9579 ლარი შეადგინა.

24 ივლისს ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა და კურსი 2.7152 ლარი გახდა. კურსის ცვლილებამ 0,9 თეთრი შეადგინა. ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც და გაცვლითი კურსი 2.9446 ლარი გახდა. ლარი ევროსთან 1,33 თეთრით გამყარდა.

25 ივლისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა 0,08 თეთრით გამყარდა.

ლარი ასევე გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, 0,23 თეთრით და კურსმა 2.9446 ლარი შეადგინა.

26 ივლისს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ლარი კვლავ გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7087 ლარი გახდა. კურსის ცვლილება 0,73 თეთრი იყო.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც. გაცვლითმა კურსმა 2.9406 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლარი 0,63 თეთრით გამყარდა.

საერთო ჯამში, მიმდინარე კვირაში, ლარი დოლართან მიმართებით 0,91 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0,78 თეთრით გაუფასურდა.

ნათია ზარიძე