მე-20 საუკუნის განმავლობაში დედამიწაზე მრავალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთაც ქალაქები და დასახლებები მთლიანად გაანადგურეს, შეიწირეს ათობით და ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე.
წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის 5 ყველაზე დამანგრეველ მიწისძვრას:
იტალია
1908 წლის 28 დეკემბერს, 04:20 საათზე, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ქალაქ მესინაში, კუნძულ სიცილიაზე (იტალია). ეპიცენტრი მდებარეობდა მესინას სრუტეში სიცილიასა და აპენინის ნახევარკუნძულს შორის. ბიძგებმა 6-12 მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. შედეგად განადგურდა ქალაქები - მესინა, რეჯო კალაბრია და პალმი და 20-მდე სხვა დასახლება. დაიღუპა 72 ათასი ადამიანი (მესინას მოსახლეობის 40% და რეჯო კალაბრიის მცხოვრებთა 25%). ეს მიწისძვრა ევროპის ისტორიაში ყველაზე ძლიერად ითვლება.
ჩინეთი
1920 წლის 16 დეკემბერს, 12:06 საათზე, ჩინეთის პროვინცია განსუში მოხდა 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰაიუანის ოლქში იყო. დედამიწის ქერქის რყევებმა გამოიწვია ნგრევა 67,5 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობზე. მიწისძვრას თან ახლდა უამრავი მეწყერი, რამაც სოფლები მთლიანად დამარხა. მიწის ზედაპირზე წარმოიქმნა მრავალი ბზარი, რომელთაგან ყველაზე დიდის სიგრძე 200 კმ-ს აღწევდა. რამდენიმე მდინარემ შეიცვალა კურსი. სხვადასხვა შეფასებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 200-240 ათასი შეადგინა, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გარდაიცვალა სიცივისგან, როდესაც დაკარგეს თავშესაფარი.
იაპონია
1923 წლის 1-ელ სექტემბერს, 02:58 საათზე, იაპონიაში მოხდა 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ცნობილია, როგორც დიდი კანტოს მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა ტოკიოს სამხრეთ-დასავლეთით 90 კმ-ში, ზღვაში, კუნძულ ოშიმას მახლობლად. ბევრმა დასახლებულმა რაიონმა, მათ შორის ტოკიომ, იოკოჰამამ და იოკოსუკამ მიიღეს განუსაზღვრელი ზარალი. ხანძარი მხოლოდ ტოკიოში გაჩნდა, სადაც ერთ-ერთ მოედანზე კვამლისგან 40 ათასი ადამიანი დაიხრჩო. საგამის ყურეში 12 მეტრიანი ცუნამი შეიქმნა, რომელმაც სანაპირო დასახლებები გაანადგურა.
საერთო ჯამში, დაახლოებით 143 ათასი ადამიანი დაიღუპა, 542 ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 694 ათასზე მეტი სახლი დაინგრა ან დაიწვა.
თურქმენეთი
1948 წლის 5 ოქტომბერს, 20:12 საათზე, 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა აშხაბადში. შედეგად, შენობების 90-98% განადგურდა, ასევე მძიმედ დაზიანდა ქალაქები - ბატირი და ბეზმეინი. საბჭოთა პერიოდში მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა არ იყო მითითებული. 2010 წელს თურქმენეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიწისძვრამ რესპუბლიკის 176 ათასი მაცხოვრებლის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის აშხაბადის მაცხოვრებლების 89%. 1995 წლიდან 6 ოქტომბერს თურქმენეთში დაღუპულთა ხსენების დღე აღინიშნება.
პერუ
1970 წლის 31 მაისს, 20:23 საათზე, პერუს მახლობლად მოხდა 7,9 მაგნიტუდის მიწისძვრა. ჰიპოცენტრი მდებარეობდა პერუ-ჩილეს ღრმა ზღვის თხრილში წყნარ ოკეანეში, ჩიმბოტედან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, სადაც პერუს მთავარი თევზსაჭერი პორტი იყო. მიწისძვრამ მყინვარის ვარდნა განაპირობა ჰუასკარანიდან (სიმაღლე 6768 მ), რამაც ქალაქ იუნგაიზე ქვების, ყინულისა და ტალახის გიგანტური მასის ჩამოწოლა გამოიწვია.
აღნიშნულმა მასამ კარაზსა და რანრაირკაზე, გზად ათეულობით სოფელი გაანადგურა. მიწისძვრისა და მეწყერის შედეგად 70 ათასი ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა, 157 ათასზე მეტი დაშავდა, 800 ათასი უსახლკაროდ დარჩა. ზარალმა დაახლოებით 260 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.