Numbeo კომუნალურების ფასებთან დაკავშირებით 96 ქვეყნის მონაცემებს აქვეყნებს. რეიტინგში წარმოდგენილ ქვეყნებში კომუნალურების ფასი დათვლილია 85 მეტრ კვადრატის ფართობის ბინისთვის თვიურად საჭირო ელექტროენერგიის, გათბობის, გაგრილების, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გაანგარიშებით.
რეიტინგში საქართველო 65-ე ადგილს იკავებს. ჩამოთვლილი ინდიკატორების გათვალისწინებით, Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში თვეში კომუნალურებისთვის საშუალოდ 68.82 დოლარია საჭირო.
კომუნალური გადასახადები საქართველოზე იაფი თურქეთსა და აზერბაიჯანშია. მაგალითად თურქეთი რეიტინგში 61.18 დოლარით 70-ე ადგილს იკავებს, ხოლო აზერბაიჯანი 57.40 დოლარით 72-ე ადგილს.
რაც შეეხება რეგიონის დანარჩენ ქვეყნებს, Numbeo-ს თანახმად, სომხეთსა და რუსეთში კომუნალურები საქართველოზე ძვირია. რეიტინგში სომხეთი 44-ე ადგილს იკავებს (120.24 დოლარი თვეში), ხოლო რუსეთი 53-ე ადგილზეა (99.43 დოლარი თვეში).
აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნალურები ყველაზე ძვირი გამოკვლეულ ქვეყნებს შორის არის ავსტრიაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში. კომუნალურების კუთხით ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეული ასეთია:
რეიტინგში წარმოდგენილი 96 ქვეყნის მონაცემებით, შედარებით ყველაზე იაფი კომუნილურები არის ირანში, ეგვიპტესა და ვენესუელაში. კერძოდ, ქვეყნების ათეული, სადაც კომუნალურები შედარებით იაფია, ასე გამოყურება: