საქართველოში ხორბლის იმპორტი 33.5%-ით გაიზარდა. წელს პირველ ექვს თვეში იმპორტირებულია დაახლოებით 27.57 მლნ დოლარის ხორბალი, შარშან იმავე პერიოდში კი 20.57 მლნ დოლარის ღირებულების.
გასულ წელს 1კგ. ხორბლის საიმპორტო ფასი საშუალოდ 31 ცენტი იყო, წელს კი 24 ცენტია. ეს ნიშნავს იმას, რომ საიმპორტო ფასი 23%-ით არის შემცირებული.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ხორბლის იმპორტიორი ძირითადი ქვეყანა კვლავ რუსეთია. საანგარიშო პერიოდში რუსეთის წილი ხორბლის იმპორტი 99.9%-ს აღწევდა.
2024 წლის იანვარ-ივნისში ხორბლის იმპორტიორი ქვეყნები ასე გამოიყურებოდა:
- რუსეთი - 27.569 მილიონი დოლარის 114 290 ტონა;
- გერმანია - 480 დოლარის 200 კილოგრამი;
- ავსტრია - 410 დოლარის 510 კილოგრამი.