საქართველოში მოქმედი კომპანიების 16%-ში რუსული კაპიტალია - 6 თვეში უკვე 4 064 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში უკვე 4 064 რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

ამავე მონაცემების მიხედვით, გასული წლის ბოლოსთვის, ჯამში 37 900-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ რუსული კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბიზნეს სუბიექტი იყო აქტიური.

იქიდან გამომდინარე, რომ იგივე საანგარიშო პერიოდში საქართველოში სულ ჯამში 229 900 აქტიური ბიზნეს სუბიექტი ოპერირებდა, გამოდის, მათგან 16%-ში რუსული კაპიტალია.

„საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 26% - კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობებით არის დაკავებული, 14% - საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობებით, ხოლო 2,7% - საცალო ვაჭრობით.

უფრო კონკრეტულად:

  • კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები - 10 081 კომპანიაა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები - 5 658 კომპანია;
  • საცალო ვაჭრობა - 1 013 კომპანია;
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა - 726 კომპანია;
  • სპეციალიზებული საქმიანობები - 685 კომპანია.
ნინი ქეთელაური