გასულ კვირაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,74 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 3,74 მილიონი ბარელით და შეადგინა 436,688 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები შემცირდა 5,57მლნ ბარელით და შეადგინა 234,831 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 2,75 მილიონი ბარელით და შეადგინა 125,403 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

ნათია ზარიძე