ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დასაქმებული 63 პირის მიმართ 2024 წლის შრომის ანაზღაურებაზე 2.155 მილიონი ლარია გათლილი. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თვიური თანამდებობრივი სარგო 7 714 ლარს შეადგენს (წლიურად 92 568 ლარი). ამასთან, ომიაძის მოადგილეების თვიური სარგო 6 650 ლარია, რაც წლიურად 79 800 ლარს უტოლდება. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სულ 4 მოადგილე ჰყავს.
გარდა ამისა, ადმინისტრაციის ბიუროს უფროსის თვიური თანამდებობრივი სარგო 4 389 ლარს შეადგენს. სამმართველოს უფროსების ანაზღაურება კი 4 389 - 3724 ლარის ფარგლებში მერყეობს. განყოფილების უფროსის ანაზღაურება 2260 ლარიდან იწყება და 3325 ლარს აღწევს.
ამასთან, ტურიზმის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის თვიური თანამდებობრივი სარგო 2 128 – 2 394 ლარის ფარგლებშია, უფროსი სპეციალისტის 1 596 – 2 128 ლარის ფარგლებში, ხოლო სპეციალისტის სარგო 997 ლარიდან იწყება და 1 995 ლარს აღწევს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესახებ განკარგულება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.