2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, აფხაზეთის რეგიონში კი 5.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, ადგილობრივი მოხმარების ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. თავის მხრივ, პირდაპირი მოხმარების ზრდა კი, კვლევის ავტორების შეფასებით, კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება ისევ მოსალოდნელია.
„პირდაპირი მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება, რაც კრიპტო აქტივების და ფეროშენადნობების ფასების ზრდამ გამოიწვია. ამასთან, მეტალურგიული კომპანიების განცხადებით, ფასები ჯერ საკმარისად გაზრდილი არ არის, რომ საწარმოებმა სრული დატვირთვით იმუშაონ. შესაბამისად, მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია, რაც მეტალის ფასების ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
ამასთან, მეტალურგიული კომპანიების განცხადებით, ფასები ჯერ საკმარისად გაზრდილი არ არის, რომ საწარმოებმა სრული დატვირთვით იმუშაონ. შესაბამისად, მოხმარების ზრდის პოტენციალი კვლავ მაღალია, რაც მეტალის ფასების ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული,“- ნათქვამია კვლევაში.
როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 23.9%-ით შემცირდა, რაც ჰიდროსადგურების მზარდი გენერაციის შედეგია (+13.5% წლიურად), ეს კი, თავის მხრივ უხვი ნალექის დამსახურებაა.
„გაზრდილმა ჰიდროგენერაციამ თბოსადგურების საჭიროება შეამცირა. შედეგად, თბოგენერაცია წლიურად 26.3%-ით შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში და ჯამური გენერაციის 15.9% შეადგინა. ამასთან, ექსპორტი შარშანდელ დონეზე შენარჩუნდა - 757 გვტ.სთ (წლიურად მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა),“- აღნიშნულია მიმოხილვაში.