საქართველოში საწვავის იმპორტის თითქმის 53% რუსეთზე მოდის - როგორია სხვა ქვეყნების მაჩვენებელი?

2024 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 620,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 66 ათასი ტონით ანუ 11,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (554,2ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 307,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 313 ათასი ტონა.

„კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 165,1 ათასი ტონა (53,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 136 ათასი ტონა (44,3%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 6,1 ათასი ტონა (2%).

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 327,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 52,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 84,7 ათასი ტონა - 13,7%; რუმინეთი - 68,3 ათასი ტონა - 11%; აზერბაიჯანი - 56,4 ათასი ტონა - 9,1%; ბელარუსი - 33,2 ათასი ტონა - 5,3%; თურქმენეთი - 17,2 ათასი ტონა - 2,8%; საბერძნეთი - 13,5 ათასი ტონა - 2,2%; თურქეთი- 6,9 ათასი ტონა - 1,1%; კვიპროსი - 6,3 ათასი ტონა - 1% და ა.შ.

თაია არდოტელი