„თბილისში გასაქირავებელი ფასი შესამჩნევად შემცირდა“ - რა ღირს ქირა დედაქალაქში

თბილისში ქირის ფასმა შესამჩნევად დაიკლო, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.

უფრო კონკრეტულად, ივნისში დედაქალაქში კვადრატულის გასაქირავებელი ფასი 11.6 დოლარს გაუტოლდა. კვლევის თანახმად, ფასი თვიურად 3.3%-ით, ხოლო წლიურად 8.3%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება გაყიდვებს, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, ივნისში დედაქალაქში 2 903 ბინა გაიყიდა, საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულზე 1 178 დოლარი იყო. ბაზრის მოცულობამ ამ პერიოდში 222 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 21%-იანი კლებაა.

dd-1722432050.jpg

მერი ტაბატაძე