10 უმდიდრესი მუსიკოსი მსოფლიოში - ვინ რამდენ მილიარდ დოლარს ფლობს

მუსიკალური ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ინდუსტრიაა მსოფლიოში. ხოლო მათ, ვინც ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია, პოპულარობასთან ერთად, მილიარდები და წარმოუდგენელი ცხოვრების სტილი აქვთ.

წარმოგიდგენთ 10 უმდიდრეს მუსიკოსს მსოფლიოში:

რეპერი ჯეი-ზი, 2,5 მილიარდი დოლარი

მაგნატად ქცეული რეპერი ჯეი-ზი ჰიპ-ჰოპის პირველ მილიარდერად 2019 წელს გამოცხადდა. მისი ბიზნეს იმპერია უამრავ კომპანიას მოიცავს.

რეპერის მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როდესაც მან გამოუშვა თავისი ლეიბლი Roc-A-Fella. იმავე წლის ბოლოს გამოუშვა თავისი პირველი სტუდიური ალბომი - Reasonable Doubt. მას შემდეგ გაყიდა 125 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში და მოიგო 24 გრემის ჯილდო.

ჯეი-ზის ბიზნეს ინტერესები მოიცავს როგორც გასართობ კომპანიას Roc Nation, ისე მოდის ხაზსა და ორ ლუქს სასმელის ბრენდს.

რეპერი ფლობს წილებს მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს კომპანიაში, მათ შორის Uber-სა და SpaceX-ში. Forbes-ის მიხედვით, მისი წმინდა ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რიანა, 1,4 მილიარდი დოლარი

რიანა მუსიკალურ სცენაზე 2005 წელს გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პირველმა ორმა ალბომმა ზომიერ წარმატებას მიაღწია, ეს იყო კარგი დასაწყისი.

რიანა ვარსკვლავად აქცია სიმღერამ - Good Girl Gone Bad. მას შემდეგ ბარბადოსელმა მომღერალმა გაყიდა 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში და ამჟამად მუშაობს მის მეცხრე სტუდიურ ალბომზე.

მუსიკალური მიღწევების გარდა, რიანა თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს უნდა უმადლოდეს 2017 წელს LVMH- თან მიღწეულ პარტნიორობას, რომლის საშუალებითაც კოსმეტიკური ხაზი Fenty Beauty ჩაეშვა. ბრენდმა 550 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი გამოიმუშავა.

2021 წლის თებერვლისთვის Savage x Fenty 1 მილიარდ დოლარად შეფასდა.

სერ პოლ მაკარტნი - 1,3 მილიარდი დოლარი

სერ პოლ მაკარტნიმ ცოტა ხნის წინ ისტორია დაწერა, როგორც ბრიტანეთის ისტორიაში პირველმა მილიარდერმა მუსიკოსმა.

The Beatles-ის მთავარი სიმღერების ავტორი ყოველწლიურად აგრძელებს ჰონორარების გამომუშავებას. გარდა ამისა, მას ეკუთვნის მუსიკის ექსკლუზიური უფლებები.

82 წლის მუსიკის ლეგენდას ასევე აქვს წარმატებული სოლო კარიერა. მისმა კონცერტებმა მხოლოდ 2019 წელს, 100 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. The Sunday Times Rich List-ის 2024 წლის მონაცემებით, მისი ქონება 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ტეილორ სვიფტი - 1,3 მილიარდი დოლარი

ტეილორ სვიფტის ისტორია ფილმის სცენარს გავს. პატარა სოფლელი გოგონა საცხოვრებლად გადადის ტენესში, რათა აიხდინოს თავისი ოცნებები და გახდეს ქანთრი მუსიკოსი.

სვიფტი აღმოჩენა ხდება მსოფლიოს მასშტაბით, მოგვიანებით კი ყველაზე დიდი პოპ ვარსკვლავი. სულ რაღაც 34 წლის ასაკში, მან მიაღწია გასაოცარ შედეგებს - გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც თავისი სიმღერებით მილიარდერის სტატუსი მიიღო.

ბრიუს სპრინგსტინი - 1,1 მილიარდი დოლარი

ბრიუს სპრინგსტინი ათწლეულების განმავლობაში იპყრობდა თაყვანისმცემლების გულებს თავისი როკ სიმღერებით.

1970-იანი წლებიდან 140 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა მსოფლიოში. მისი ჯილდოები მოიცავს 20 გრემის, ოსკარს და ორ ოქროს გლობუსს.

2021 წელს მან თავისი მუსიკალური კატალოგი Sony-ს 500 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ის წელს Forbes-მა მილიარდერად გამოაცხადა. ბრიუს სპრინგსტინის ქონება 1,1 მილიარდი დოლარია.

მადონა - 850 მილიონი დოლარი

მადონამ რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ ინდუსტრიაში. 1983 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი, რის შემდეგაც მიიღო ტიტული "პოპის დედოფალი".

მადონამ 300 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, ასევე გავლენა მოახდინა ყველა თაობის მუსიკოსზე, მათ შორის, ბრიტნი სპირსზე, ლედი გაგაზე და ა.შ.

Forbes-ის თანახმად, მეგავარსკვლავმა გასული ტურის განმავლობაში დაახლოებით, 1,2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მისი ამჟამინდელი წმინდა ქონება 850 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჰერბ ალპერტი - 850 მილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ ჯაზ მუსიკოსს და შემსრულებელ ჰერბ ალპერტს შეიძლება არ ჰქონდეს ისეთივე დონის აღიარება, როგორც ჩვენს სიაში მყოფ სხვა მუსიკოსებს, მისი კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია.

1960-იან წლებში ის გახდა ჯგუფის Herb Alpert and Tijuana Brass -ის ლიდერი. მიაღწია მნიშვნელოვან ეტაპებს, მოიპოვა ცხრა გრემის ჯილდო და მისი მსოფლიო გაყიდვები 72 მილიონს აღემატება.

გარდა მუსიკალური წარმატებისა, ალპერტმა 1962 წელს თავის მეგობართან, ჯერი მოსთან ერთად, დააარსა ჩამწერი ლეიბლი A&M Records. კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ლეიბლი გახდა.

დოქტორ დრე - 800 მილიონი დოლარი

Forbes-ის თანახმად, მუსიკოსმა 800 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა.

მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 1980-იან წლებში, როდესაც ღამის კლუბებში დიჯეი იყო. პოპულარობა კი იმავე ათწლეულში მოიპოვა, როდესაც დააარსა ჰიპ-ჰოპ ჯგუფი N.W.A.

მიუხედავად იმისა, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არტისტების წარმატებაში, როგორიცაა: 2Pac, Snoop Dogg და Eminem-ის შემთხვევაში. მუსიკოსმა სიმდიდრე ყურსასმენების Beats-ის გამოშვების შემდეგ მოიპოვა.

სელენა გომესი - 800 მილიონი დოლარი

გომესმა კარიერა დისნეის არხზე, პოპულარულ შოუებში მსახიობობით დაიწყო.

მუსიკალური კარიერა დაიწყო 2009 წელს ჯგუფთან ერთად, გამოუშვა სამი სტუდიური ალბომი, 2013 წელს კი სოლო კარიერა. მისი უახლესი სოლო ალბომი Rare 2020 წელს გამოვიდა.

მომღერლის სიმდიდრის ძირითადი ნაწილი მისი ბიზნესწამოწყების შედეგია. 2020 წელს მან დააარსა მაკიაჟის კომპანია Rare Beauty, რომელსაც Business of Fashion ვებგვერდი 2 მილიარდ დოლარად აფასებს.

ბიონსე - 760 მილიონი დოლარი

ბიონსე იყო 90-იანი წლების გოგონების ჯგუფის Destiny's Child-ის მთავარი ვარსკვლავი. 2003 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი Dangerously in Love გამოუშვა.

დღეს "Queen Bey"-ს გაყიდული აქვს 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში. ხოლო, 2023 წელს მან მოხსნა რეკორდი ყველაზე მეტი გრემის მოგებით.

მუსიკალური მიღწევების გარდა, ბიონსემ თავისი ქონება გააძლიერა ტანსაცმლის ხაზით- Ivy Park და თმის ბრენდით Cécred. მან ასევე შეასრულა სხვადასხვა როლები მუსიკალურ დრამა Dreamgirls-ში.

Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 760 მილიონი დოლარია.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი