პარკირების საშვებით და ზონალურ საათობრივი პარკირებით მიღებულმა შემოსავალმა 58 მილიონი ლარი შეადგინა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, 2018 წლის შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა.

კვლავაში ასვე აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, თბილისში 27,614 საპარკინგე ადგილია მოწყობილი. 2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. მათ მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა 2022 წელს (640,183 ლარი) დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადბით, სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური არ ფლობს თბილისის რაიონების მიხედვით მოწყობილი პარკირების ადგილების შესახებ ინფორმაციას. საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა კი 2022 წელს (640,183 ლარი) დაიხარჯა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ პარკირების კონტროლიორის პოზიციაზე ყველაზე მეტი პირი 2022 წელს იყო დასაქმებული (188 პირი). 2023 წელს მათი რიცხვი 118-მდე შემცირდა. თანამშრომელთა გადინების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა.

ნათია ზარიძე