ლაშა ბექაური მთავრობისგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ტატო გრიგალაშვილი - ნახევარ მილიონს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური მთავრობისგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო ვერცხლის მედალოსანი ტატო გრიგალაშვილი - ნახევარ მილიონს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენების პარიზში გამგზავრებამდე, გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურს, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანიც არის, მთავრობისგან 1 მილიონი ლარი ერთხელ უკვე გადაეცა.

რაც შეეხებათ ბრინჯაოს პრიზიორებს, ისინი მთავრობისგან 250 ათას ლარს მიიღებენ.

ეკა დარჩიაშვილი