საქართველოში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
„მიუხედავად ახალგაზრდების განათლებაში ჩაბმის კუთხით მიღწეული პროგრესისა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალია იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (NEET), რაც მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის დაწყებისას აწყდებიან ,“- ვკითხულობთ კვლევაში.
ამასთან, კვლევის თანახმად, 2020-2023 წლებში საქართველოში ახალგაზრდების დასაქმება მნიშვნელოვანი გამოწვევების პირისპირ იყო.
„კერძოდ, დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ისეთი ბარიერებით, როგორებიცაა ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების სიმცირე და არახელსაყრელი სამუშაო პირობები, რომლებიც ახალგაზრ- დების საჭიროებებსა თუ საგანმანათლებლო მისწრაფებებს არ შეესაბამება,“- ვკითხულობთ კვლევაში.