ივლისში სურსათის გლობალური ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა - FAO

FAO-მ სურსათის გლობალური ფასების ინდექსის ივლისის შედეგები გამოაცხადა.

ორგანიზაციის თანახმად, ივლისში, ისევ როგორც ივნისში ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, უცვლელი - 120,8 პუნქტზე დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სასურსათო ფასები წლიურად 3,1%-ით შემცირდა, ივლისში ინდექსი სტაბილური დარჩა მარცვლეულის ფასების კლების გამო, რაც დაბალანსებულია მცენარეულ ზეთებზე, შაქარსა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდით.

მარცვლეულის ფასების ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 3,8%-ით შემცირდა, რაც ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში კარგი მოსავლის მოლოდინის გამო იყო.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი გაიზარდა პალმის, სოიოს და მზესუმზირის ზეთებზე გლობალური ფასების ზრდის გამო. შესაბამისად, მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ივნისში წინა თვესთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასის ინდექსი გაიზარდა მხოლოდ 0,7%-ით, რადგან ინდოეთსა და ტაილანდში არასასურველი ამინდის პირობების გავლენა შემცირდა, მიუხედავად ბრაზილიაში მოსალოდნელზე დაბალი პროდუქციისა.

იმავე პერიოდში, FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა ივლისში, რადგან რძის ფხვნილის ფასების კლება კომპენსირდება კარაქისა და ყველის ფასების ზრდით.

ხორცის ფასების ინდექსი 0,1%-ით გაიზარდა ფრინველის, მსხვილფეხა რქოსა და ცხვრის ხორცზე საერთაშორისო ფასების ზრდის გამო, ღორის ხორცის ფასის შემცირების მიუხედავად.

ნათია ზარიძე