ლარი გამყარებას დაუბრუნდა - როგორი იყო კვირის დინამიკა

ლარმა მიმდინარე კვირა გაუფასურებით დაიწყო.

29 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7087 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0,56 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთანაც, რომლის კურსი 2.9426 ლარი გახდა. მანამდე მოქმედი კურსი 2.9406 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 0,20 თეთრი შეადგინა.

30 ივლისს ლარმა გაუფასურება განაგრძო და დოლარის გაცვლითმა კურსმა 2.7214 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლარი 0,71 თეთრით გაუფასურდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9481 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით 0,55 თეთრით გაუფასურდა.

31 ივლისს ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 2.7147 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილება 0,67 თეთრი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9406 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,75 თეთრით გამყარდა.

1-ელ აგვისტოს ლარი კვლავ გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7133 ლარი გახდა. კურსის ცვლილება 0,14 თეთრი იყო.

ლარი მკვეთრად გამყარდა ევროსთან მიმართებით და გაცვლითი კურსი 2.9271 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა 1,35 თეთრით გამყარდა.

ლარმა კვირა დოლართან მიმართებით გამყარებით დაასრულა.

2 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარი გახდა. კურსის ცვლილებამ 0,58 თეთრი შეადგინა.

თუმცა, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით მცირედით გაუფასურდა. გაცვლითმა კურსმა 2.9292 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილება 0,21 თეთრი იყო.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 0,12 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 1,14 თეთრით გამყარდა.

ნათია ზარიძე