მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში სასტუმროების საერთო რაოდენობა წლიურად 0.5%-ით 1 194-მდე გაიზარდა. მოცემულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
ამავე მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში წლიურად 1.9%-ით არის გაზრდილი სასტუმროების ოთახფონდი. უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში სასტუმროს ნომრების ჯამური რაოდენობა 36 064-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნომრების უდიდესი ნაწილი, 36.5% კონცენტრირებული იყო დედაქალაქში, ხოლო 30.3% აჭარაში. ამასთანვე ნომრების 7.1% გვხვდება სამცხე-ჯავახეთში, 6.1% იმერეთში, 5.9% კახეთში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში - 14.2%.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში Airbnb-ის მოთხოვნა წლიურად 3.9%-ით არის გაზრდილი. მეორე კვარტალში წელს თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა 161.8 ათასს, ბათუმში კი 80.6 ათასს შეადგენდა.