„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, თბილისში 2024 წლის ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ბოლო 18 თვის მინიმუმამდე შემცირდა.
დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ ივნისში 73 700 კვადრატული მეტრის ფართზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო ჯამში 2024 წლის პირველ ნახევარში 885 ათას კვ.მ-ზე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ნებართვების გაცემის შემცირება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სეზონურობის ფაქტორს.
„თუ ნებართვების გაცემის შემცირების დინამიკა ივლისშიც გაგრძელდა, მოკლევადიან პერიოდში მიწოდების კლება შესუსტებულ მოთხოვნას დააბალანსებს“, - აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.
