ქართული ხახვის ექსპორტი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, წლიურად 65%-ით შემცირდა. საქსტატის თანახმად, გასული წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა 72 250 დოლარის ხახვი, წელს კი მხოლოდ 25 620 დოლარის.
შარშან საქართველოში მოყვანილი 1 კგ. ხახვის საექსპორტო ფასი 45 ცენტი იყო, წელს კი 39 ცენტია. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი 13%-ით არის შემცირებული.
წელს ქართული ხახვი ექსპორტზე გავიდა სომხეთსა (20 020 დოლარის) და რუსეთში (5 600 დოლარის). სომხეთში 1 კგ. ხახვის საექსპორტო ფასი 34 ცენტი იყო, რუსეთში კი 80 ცენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ძირითადი საექსპორტო ქვეყანა უკრაინა და მოლდოვა იყო, წელს უკრაინასა და მოლდოვაში ქართული ხახვის ექსპორტი არ განხორციელებულა. მაგალითად, შარშან იანვარ-ივნისში უკრაინაში 45 ათასამდე დოლარის ხახვი გავიტანეთ, ხოლო მოლდოვაში - 11 870 დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში წლიურად 27%-ით შემცირდა. შარშან ექვს თვეში იმპორტირებულია 6.5 მილიონი დოლარის ხახვი, წელს კი 4.7 მილიონი დოლარის ღირებულების. წელს ხახვის იმპორტში ყველაზე დიდი წილი ყახაზეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთზე მოდის. პირველ ნახევარში ამ ქვეყნებიდან იმპორტი ასე გამოყურება:
ამასთანავე, ყახაზეთიდან შარშან მხოლოდ 16 840 დოლარის ხახვი შემოვიდა, წელს კი ის ხახვის მთავარი მომწოდებელი გახდა. ყაზახეთმა ჩაანაცვლა რუსეთი, რომელიც შარშან იანვარ-ივნისში პირველ ადგილზე იყო. კერძოდ, ამ პერიოდში რუსეთიდან 2.294 მილიონი დოლარის ხახვი იყო იმპორტიორებული. რაც ნიშნავს იმას, რომ წელს რუსეთიდან ხახვის იმპორტი თითქმის განახევრდა.