WhatsApp-ის ბეტა-ვერსიას iPhone-ისთვის ხელოვნური ინტელექტ Meta AI-სთან ცალკე ჩატი დაემატა, რომელიც ენის Llama 3.1 მოდელზე არის დაფუძნებული.
ინფორმაციას პორტალი, WABetaInfo ავრცელებს.
Meta AI-სთან ცალკე ჩატში მომხმარებლები ნეიროქსელს ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინებებით უკავშირდებიან. მომავალში Meta AI ხმით რეაგირებასაც შეძლებს, ხოლო მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტისთვის ხმის შერჩევის საშუალება რამდენიმე შეთავაზებული ვარიანტიდან ექნებათ.
WABetaInfo წერს, რომ განახლება მიზნად ისახავს რთული ინფორმაციის ან მოთხოვნის გადაცემის გამარტივებას ხმის გამოყენებით. ეს ნეიროქსელთან ურთიერთქმედებას იმ ვითარებშიც გაამარტივებს, როცა მესიჯის აკრეფა მოუხერხებელი ან შეუძლებელია.
ამასთან, მომხმარებლებს შეუძლიათ, არ გამოიყენონ ხმოვანი რეჟიმი და მხოლოდ ტექსტური მესიჯებით ისარგებლონ, თუ მათ კონფიდენციალურობა აწუხებთ.
ხმოვანი ჩატი, Meta AI შეინიშნება WhatsApp-ის ბეტა ვერსიაში iOS-ისთვის, რომლის ჩამოტვირთვაც TestFlight-დან არის შესაძლებელი. თუმცა ის ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა და ოფიციალური ჩაშვების თარიღი არ საჯაროვდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ