გერმანიის უდიდეს აეროპორტში ელექტროენერგია მღრღნელის გამო გაითიშა

გერმანიის ყველაზე დიდ აეროპორტში, ფრანკფურტში, გუშინ მღრღნელის გამო ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშული იყო. ამის შესახებ Spiegel იუწყება.

შემთხვევა ორშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:45 წუთზე მოხდა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, აეროპორტის ტერმინალ 1-ში A და ნაწილობრივ B კატეგორიაში ელექტროენერგია გაითიშა. ამ სექტორს ძირითადად ავიაკომპანია Lufthansa იყენებს.

ძაბვის დაკარგვის გარდა, ტერმინალის ტერიტორია ნაწილობრივ კვამლით იყო დაფარული. აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება სასწრაფოდ აღდგა, რის გამოც მგზავრებს საფრთხე არ შექმნიათ. ჩვეულ რეჟიმში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 03:30 საათზე აღდგა. თუმცა, ავარიამ გარკვეულწილად შეაფერხა Discover Airlines-ისა და Lufthansa-ს ფრენების განრიგი ბარგის დახარისხების სისტემის გაუმართაობის გამო.

როგორც აეროპორტში განაცხადეს, შემთხვევის მიზეზი დორმაუსის ჯიშის მღრღნელი (თაგვების შორეული ნათესავი) გახდა. ცხოველი მკვდარი იპოვეს დაღეჭილ კაბელთან.

ნათია ზარიძე