1-ლი სექტემბრიდან ევროკავშირის აეროპორტებს მგზავრებისთვის სითხის გადატანაზე კვლავ შეზღუდვები შემოაქვს. კერძოდ, ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი სითხის გადატანა აიკრძალება. ევროკომისიამ შესაბამისი რეზოლუცია ამ კვირაში მიიღო. ინფორმაციას Independet-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო წლებში ევროპის ბევრ აეროპორტში ახალი C3 სკანერები დამონტაჟდა. ასეთი აღჭურვილობა მიეწოდებოდა საჰაერო ნავსადგურებს გერმანიაში, ირლანდიაში, იტალიაში, ლიტვაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, მალტაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. სწორედ მათი წყალობით მოიხსნა სითხის ოდენობის შეზღუდვა და მგზავრებს ზურგჩანთებიდან და ჩემოდნებიდან ბოთლებისა და ქილების ამოღება არ სჭირდებოდათ.
თუმცა, ევროკომისია ახლა ამბობს, რომ ახალი სკანერები, რომლებიც ადრე განიხილებოდა მოწინავე ტექნოლოგიის ნიმუშად, სახიფათოა, რადგან ისინი ვერ განასხვავებენ თხევად აალებად ნივთიერებას ჩვეულებრივი წყლისგან. ისინი უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო სანამ პრობლემა არ მოგვარდება, ევროპის აეროპორტებმა აპრობირებული მოწყობილობები უნდა გამოიყენონ და სითხეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ძველ პროცედურებსა და წესებს დაუბრუნდნენ.
ცნობისთვის, გადაწყვეტილებას, დიდმა ბრიტანეთმაც დაუჭირა მხარი, თუმცა, ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის წევრი არ არის.