Tesla ჩინეთის ბაზრიდან 1,68 მილიონ ელექტრომობილს იწვევს

ამერიკული Tesla ჩინეთში 1,68 მილიონ ელექტრომობილს იწვევს, რათა საბარგულის კარის დახურვასთან დაკავშირებული პრობლემა მოაგვაროს. ამის შესახებ Associated Press ქვეყნის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

გაწვევა განხორციელდება დისტანციური პროგრამული უზრუნველყოფის განახლების გზით და გავლენას მოახდენს 2020-2024 წლებში წარმოებულ მანქანებზე, კერძოდ, ჩინური წარმოების Model 3-სა და Model Y-ზე, ასევე ქვეყანაში იმპორტირებულ Model S-სა და Model X-ზე.

მარეგულირებლის დასკვნაში ნათქვამია, რომ საბარგულის კარი, რომელიც Tesla-ს წინა ნაწილში მდებარეობს, შეიძლება ბოლომდე არ იყოს იხურებოდეს, რაც გამოიწვევს მართვის დროს მისი გახსნის რისკს.

ოთხშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Tesla-ს აქციები 0,7%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 19,3%-ით შემცირდა და 641 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ნათია ზარიძე