გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გააუქმა ფრენები ისრაელის, ირანის, ერაყის, იორდანიისა და ლიბანის ზოგიერთ ქალაქში 13 აგვისტოს ჩათვლით. საუბარია ამანის, ბეირუთის, ერბილის, თეირანისა და თელ-ავივის მიმართულებით ყველა ფრენის გაუქმებაზე.
კომპანია ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულ მგზავრებს ბილეთების ხელახლა დაჯავშნას ან გაუქმებას სთავაზობს.
აგვისტოს დასაწყისში Lufthansa-მ გამოაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით უახლოეს მომავალში ყველა ფრენას გააუქმებს.
ასევე, Lufthansa Group-მა, რომელიც მოიცავს, ავიახაზებს Swiss International Air Lines, Austrian Airlines და Eurowings, გამოაცხადა ფრენების გაუქმება თეირანისა და ბეირუთის მიმართულებით.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა თეირანში ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. ირანმა და ჰეზბოლამ პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ.
ამის შემდეგ რეგიონში საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა არაერთმა ავიაკომპანიამ დაიწყო.