ახალი სავაჭრო კორიდორი - სომხეთი, ირანი და ინდოეთი საქართველოს გავლით ახალ სავაჭრო მარშრუტს ქმნიან

სომხეთი, ირანი და ინდოეთი ახალი სავაჭრო მარშრუტის ჩაშვებას გეგმავენ. როგორც სომხური მედია წერს, ეს იქნება ნამდვილი გარღვევა საერთაშორისო ლოგისტიკაში.

გამოცემის ცნობითვე, სამივე ქვეყნის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ირანის ტერიტორიაზე შედგება.

რაც შეეხება მარშრუტს, ის ინდოეთში, მუმბაის პორტიდან ირანის ჩაბაჰარის გავლით სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და საქართველოში შემოვა, საიდანაც პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში გავა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი სავაჭრო კორიდორი ოთხჯერ შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს, ხოლო გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდება - 40 დღიდან 18 დღემდე.

ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული პროექტის წარმატებული რეალიზაცია ასევე განიხილება, როგორც არსებული საზღვაო მარშრუტების პერსპექტიული ალტერნატივა, მათ შორის სუეცის არხის გავლით.

1143174-0-0-600-418-1920x0-80-0-0-b44710ffe096504e2b44d370c0a04cbc-1723104382.jpg.webp

ეკა დარჩიაშვილი