უკრაინამ მავრიკთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმება გააფორმა

უკრაინამ და ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ მავრიკმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმტრო კულებამ მოლაპარაკებები გამართა თავის კოლეგასთან მანიშ გობინთან მავრიკიის დედაქალაქ პორტ ლუისში. ამ ეტაპზე, უვიზო შეთანხმება ხელს შეუწყობს მავრიკიელი ინვესტორებისა და ბიზნესმენების მოგზაურობას, რომლებიც ეძებენ ახალ სამუშაო შესაძლებლობებს უკრაინაში.

აღნიშნულია, რომ ომის დასრულების შემდეგ ეს ხელს შეუწყობს მავრიკიში უკრაინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შეთანხმება ძალაში შევა ორივე ქვეყანაში შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ.

მინისტრებმა ცალკე განიხილეს ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება. აღნიშნულია, რომ მავრიკი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკა აფრიკაში, უმაღლესი მშპ-ით მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, პირველ ადგილზე აფრიკის ქვეყნებს შორის მსოფლიო ბანკის მსოფლიო გლობალური კონკურენციის ინდექსში და მე-13 ადგილზე მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით.

ნათია ზარიძე