საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15.6%-ით მეტია.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, მოგზაურებმა ყველაზე მეტი თანხა, 228 მილიონი ლარი, საყიდლებზე დახარჯეს. მას მოსდევს საკვებისა და სასმლის ხარჯები 156,1 მილიონი ლარით, მესამე ადგილზე კი განთავსების ხარჯებია 91,3 მილიონი ლარით.