ლარმა მიმდინარე კვირა გაუფასურებით დაიწყო.
5 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7059 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0,16 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9608 ლარი გახდა. ძველი კურსი 2.9292 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით, მკვეთრად, 3,16 თეთრით გაუფასურდა.
6 აგვისტოს ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. კურსის ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა.
ლარი გამყარდა ევროსთანაც, რომლის გაცვლითი კურსი 2.9460 ლარი გახდა. კურსში ცვლილება 1,48 თეთრი იყო.
7 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7047 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0,37 თეთრით გაუფასურდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთანაც გაუფასურდა და კურსმა 2.9538 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0,78 თეთრი იყო.
8 აგვისტოს ლარი კვლავ გაუფასურდა დოლართან, რომლის კურსმა 2.7068 ლარი შეადგინა. ცვლილება 0,21 თეთრი იყო.
ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთანაც, მისი კურსი 2.9566 ლარი გახდა. შესაბამისად, კურსი მცირედით, 0,28 თეთრით შეიცვალა.
9 აგვისტოს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, ლარი მკვეთრად გამყარდა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით.1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარი გახდა, 1 ევროს ღირებულება კი 2.9451 ლარი. დოლარის კურსი 1,01 თეთრით, ევროს კურსი კი - 1,15 თეთრით შეიცვალა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 1,08 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 1,59 თეთრით გაუფასურდა.