ივლისში თურქეთმა ექსპორტი ყველაზე მეტად გაერთიანებულ სამეფოში გაზარდა

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება, თურქულ პროდუქტებზე მოთხოვნაა მთელი მსოფლიოდან.

თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მონაცემებზე დაყრდნობით, Anadolu-ს მიერ შედგენილი ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა, სადაც თურქეთმა გასულ თვეში ღირებულების თვალსაზრისით ყველაზე მეტად გაზარდა ექსპორტი, იყო დიდი ბრიტანეთი.

თურქეთის ექსპორტი ამ ქვეყანაში ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 348,3 მილიონი დოლარით გაიზარდა. ექსპორტის ზრდის მხრივ გაერთიანებულ სამეფოს მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საამიროები 275,6 მლნ დოლარით, აშშ - 255,2 მლნ დოლარით, ეგვიპტე - 148,5 მლნ დოლარით, ერაყი - 144,8 მლნ დოლარით.

გასულ თვეში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 705,9 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, აშშ-ში - 1,2 მილიარდი დოლარის, ეგვიპტეში - 327,8 მილიონი დოლარის, ერაყში - 858,4 მილიონი დოლარის.

საავტომობილო ინდუსტრია იყო ის სექტორი, რომელიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა გაერთიანებულ სამეფოში - 458,1 მილიონი დოლარით. ყველაზე მეტი ექსპორტი (477,4 მილიონი დოლარი) ინგლისში სტამბოლის კომპანიებმა განახორციელეს. სტამბოლს მოჰყვა კოჯაელი 238,9 მილიონი დოლარით, საქარია - 95,3 მილიონი დოლარით, ბურსა - 91,5 მილიონი დოლარით, იზმირი - 72,7 მილიონი დოლარით.

ნათია ზარიძე