დანიელების, თითქმის, 35%-მა გარკვეული ვადით მაინც, ალკოჰოლზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ ანალიტიკური ინსტიტუტის, Voxmeter-ის გამოკითხვის შედეგებში წერია. გამოკითხვა ორგანიზაცია Blue Cross Denmark-ის დაკვეთით ჩატარდა, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება.
ამასთან, დანიელების, დაახლოებით, 40% აცხადებს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმას სერიოზულად განიხილავს, ხოლო, თითქმის, 60% თვლის, რომ აუცილებელია, მოხმარების კულტურის შეცვლა, რათა დანიელებმა მთლიანობაში ნაკლები სვან.
ცნობისთვის: ევროპის ქვეყნებში ალკოჰოლზე სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს. კერძოდ, ჩეხეთში 10 წელზე მეტია, კამპანია, „მშრალი თებერვალი“ მიმდინარეობს. 2021 წელს ქვეყანაში გამოკითხულთა 53%-მა აღნიშნა, რომ მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად ნაკლები ალკოჰოლი მიიღო. ასევე, გერმანიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუდის მოხმარება 12%-ზე მეტად შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ