ბორჯომის პარკის მიმდებარედ მაღალი კლასის სასტუმროები გეგმავენ შესვლას - ურბანისტი

„მაღალი კლასის სასტუმროები აპირებენ შემოსვლას ბორჯომის პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ურბანისტმა, ანდრო ქორთუამ განუცხადა.

ამასთანავე, ურბანისტი აღნიშნავს, რომ ბორჯომში არსებული ძველი სასტუმრო „თბილისის“ შენობაში „ჰილტონი“ განიხილავს შესვლას.

„ქალაქში არის ნაგებობები, სადაც შესაძლებელია დაინტერესებული მხარეების შესვლა. ძველ სასტუმრო „თბილისის“ შენობაში აპირებს შესვლას „ჰილტონი“. ასევე ვიცით, რომ გარკვეული მაღალი კლასის სასტუმროები აპირებენ შემოსვლას ქალაქში პარკის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული შენობების ხარჯზე“, - განაცხადა ანდრო ქორთუამ.

შეგახსენებთ, „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ შეიმუშავა ბორჯომის გენერალური განვითარების ხედვა. ხედვაში გაწერილია ის ნაბიჯები, რაც ქალაქის საკურორტო და ტურისტული განვითარების კუთხით უნდა გაკეთდეს.

იხილეთ ასევე: „სამუშაო ძალა გაედინება, ნაკლებია სამუშაო ადგილები“ - როგორ უნდა გაუმჯობესდეს ბორჯომის ეკონომიკური მდგომარეობა

მერი ტაბატაძე