„საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლიც ჩინეთისთვის ტურისტული ინტერესისა და დანიშნულების ქვეყნებია“ - როგორც საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, მამუკა გამყრელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ისეთი მიმართულებებით, როგორიც მაგალითად, ხევსურეთია, ჩინელები ძალიან დაინტერესებულები არიან.
„საქართველო შედის იმ ქვეყნების სიაში, რომლიც ჩინეთისთვის ტურისტული ინტერესისა და დანიშნულების ქვეყნებია. მსოფლიოში სულ 20 ასეთი ქვეყანაა, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი და ა.შ.“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
მან ჩინელების ინტერესებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც, ყოფილი ელჩის თქმით, ქართულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს.
„ჩინეთიდან ტურისტების მიღება წარმოუდგენლად წაადგება საქართველოს. უვიზო მიმოსვლა ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ დავხვდეთ ჩინელ ტურისტებს, რადგან მათ სპეციფიური მოთხოვნები აქვთ:
მისი თქმით, დაბალი ფენის ჩინელები, რომლებიც ძირითადად ამჟამად შემოდიან საქართველოში, როგორც წესი, ფულს არ ხარჯავენ.
„ისევე, როგორც რუსი ტურისტები არ ხარჯავენ საქართველოში ფულს, რადგან რუსეთიდან საკუთარი ძეხვით მოდიან და აქ მას ჭამენ“, - ამბობს ის.
მამუკა გამყრელიძე თვლის, რომ საქართველომ თავად უნდა მოახერხოს თავისი ტურისტული ღირებულებების გადახალისება, რათა მდიდარი ტურისტები ჩამოვიდნენ, რომლებსაც საქართველოში თითქმის ყველა მიმართულება აინტერესებთ, მითუმეტეს უვიზო პირდაპირი ფრენების შემდეგ.
„ყველას კარგად ემახსოვრება, პანდემიამდე განსაკუთრებით, პარიზში, ლონდონში, რომში გადაჭედილი იყო ბრენდული მაღაზიები ჩინელებით, რიგები იდგა. შესაბამისად, თუ მოინდომებს საქართველო, ძალიან ბევრი ჩინელი ტურისტის შემოყვანა იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის.
ის რომ, ჩვენ ჩინელებისთვის ტურისტული დანიშნულების ქვეყანა ვართ, ძალიან ბევრს ნიშნავს. სახალხო კომუნისტური პარტია, რომლის სიტყვასაც მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, აძლევს საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციას, ჩამოვიდნენ საქართველოში - ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ გვაქვს რაღაც ღირებულებები, რადგან მათი ინტერესის სფეროში მოვხვდით. ამის არ გამოყენება და იმის თქმა, რომ მათ რაღაც არ აინტერესებთ, შეცდომაა. შენ უნდა დააინტერესო. ასეთი მიდგომა იყო წინა მთავრობის დროსაც და ამან არ გაამართლა. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ჩინელი ტურისტების მოთხოვნები და სპეციფიკა და შევუქმნათ გარემო, სადაც დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებით ჩამოვლენ“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.