იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტი 1.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 2.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12.564 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 3.530 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9.034 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9 პროცენტით).
ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივლისში 5.504 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.