საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯები გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაცია GNOMON WISE-ს კვლევაში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯების რეალური დონე თვალსაჩინოდ გაიზარდა“.
უფრო კონკრეტულად, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, ერთ მოსახლეზე საშუალო დანახარჯების რეალურმა ზრდამ 27.1% შეადგინა, ხოლო პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 33.2%-ით.
კერძოდ, გასულ წელს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები 1.062 მლრდ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 946.2 მილიონი ლარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაზრდილია, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველ ათას მოსახლეზე გაანგარიშებით შემცირებულია. გასულ წელს, თუ ყოველ ათას მოსახლეზე საყოველთაო ჯანდაცვით 191 ადამიანი სარგებლობდა, 2022 წელს მათი რაოდენობა 206 იყო.