Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6925 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6925 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6936 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 12 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6942 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9431 ლარია.