2024 წლის მხოლოდ ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 9.1%-იანი ზრდაა. ცნობისთვის, გასული წლის პირველ შვიდ თვეში ტურიზმიდან ქვეყანამ 2.3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
„2024 წელს ტურიზმის შესავლები ჩვენი პროგნოზით 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს),“ - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.