77 ხიდი და 43 გვირაბი - რა სამუშაოები დარჩა რიკოთის ახალ მაგისტრალურ გზაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის 36 კმ-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. გზა 77 ხიდსა და 43 გვირაბს მოიცავს.

ინფორმაციის თანახმად, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის, 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა, 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება.

რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს, მათ შორის, განათების სისტემას.

ეკა დარჩიაშვილი