საპენსიო სააგენტომ 31 ივლისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11 858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი.
სააგენტოს მონაცემით, საანგარიშო პერიოდში საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.