რა ღირს დუბაიში ბინის შეძენა ან დაქირავება და რა შემთხვევაში მიიღებთ რეზიდენტის უფლებას? - ინტერვიუ უძრავი ქონების ექსპერტ დიანა ნანუაშვილთან

დუბაი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა როგორც ტურისტული, ისე ცხოვრებისა და დასაქმების თვალსაზრისით. საამიროებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყველაზე დიდი გამოწვევა კი ბინის შერჩევა და ქირაობისა თუ შეძენისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაა. ამასთან, უძრავი ქონების მესაკუთრეებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რომელთა ცოდნაც გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებს აგარიდებთ თავიდან.

როგორი ფასებია დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ შევიძინოთ ან დავიქირაოთ ბინა, ამის შესახებ დეტალურად საუბრობს უძრავი ქონების ექსპერტი, ერთადერთი სერტიფიცირებული ქართველი გიდი დუბაიში და კომპანია Diana Holiday-ს დამფუძნებელი დიანა ნანუაშვილი. მას აღნიშნულ სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და უძრავი ქონების მოძიებისა და შეძენის პროცესში მომსახურებას უწევს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან დაინტერესებულ პირებს.

28b96ffa-87fa-44b6-b58e-94eda912e9e3-1723628480.jpg

  • შეუძლია თუ არა დუბაიში ბინის შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს?

დუბაიში უძრავი ქონების შეძენა ნებისმიერ უცხოეთის მოქალაქეს შეუძლია. ზოგადად, აქ ძალიან მარტივია როგორც ბიზნესის რეგისტრაცია, ისე უძრავი ქონების ყიდვა, სწორედ ამიტომ გახდა დუბაი შესაძლებლობების ქალაქი და ამიტომაც არის მის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი.

ქონების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. ბევრი ინვესტორი სწორედ ამგვარად ყიდულობს ბინებსა თუ ვილებს, რაც საკმაოდ მოსახერხებელი და რაც მთავარია, უსაფრთხოა. ამ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ უძრავი ქონების სააგენტო ან აგენტი. მათი დახმარებით უგზავნით მეპატრონეს ე.წ. Offer letter-ს ანუ შეთავაზების წერილს და სთავაზობთ თქვენს ფასს. თუ თანხმობა შედგება, იწყება ყიდვისთვის საჭირო პროცედურები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ქონების ფასი აღემატება 1 მილიონ დირჰამს ( 737 260 ლარს), მესაკუთრეს ეძლევა რეზიდენტის უფლება ანუ შეუძლია, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იცხოვროს.

  • როგორია უძრავი ქონების ფასები დუბაიში და რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შერჩევისას?

დუბაიში არსებობს ორი ტიპის ბაზარი: off plan და secondary. Off plan მოიცავს პროექტებს, რომელიც მშენებლობის სტადიაშია და ამგვარ ბინებზე პირველადი შენატანი 20-25 პროცენტს შეადგენს. დარჩენილ თანხას კი რამდენიმე წელზე გადაანაწილებენ. ზოგიერთი დეველოპერული კომპანია მშენებარე პროექტების შემთხვევაში გაძლევს გარანტიას, რომ თავადვე გააქირავებენ თქვენს უძრავ ქონებას და თვიურ გარანტირებულ პროცენტსაც გადაგიხდიან.

Secondary უკვე არის აპარტამენტები, რომელსაც არა ბიზნესები, არამედ კერძო პირები ყიდიან. ამ ბაზარზე ბინის შერჩევისას ყველაზე საჭირო იარაღი ინფორმირებულობაა. ხშირად ბინის შეძენის მსურველებს არცერთი უძრავი ქონების სააგენტო არ ეუბნება იმას, რომ დუბაის ერთ უბანში, გვერდიგვერდ მდგომ ცათამბჯენებში ფასები შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მაგალითად, ორ სხვადასხვა ცათამბჯენში ერთი და იმავე მახასიათებლების მქონე ბინებს შორის ფასის სხვაობა შეიძლება 3 მილიონი დირჰამიც (დაახლოებით 2 მლნ ასი ათასი ლარი) კი იყოს. პირადი კონსულტაციისთვის მომართვის შემთხვევაში, შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს განვუმარტო დეტალები, თუ რატომ ხდება ასე.

  • რამდენადაც ვიცი, ბინის საფასურის გარდა, მესაკუთრეს სახელმწიფო გადასახადის გადახდაც უწევს. კონკრეტულად, რა ხარჯებზეა საუბარი?

დიახ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აპარტამენტის შეძენისას ღირებულების 5% აგენტს, ხოლო 4% დუბაის Land Department-ს, იგივე უძრავი ქონების დეპარტამენტს უნდა გადავუხადოთ. ეს გარდაუვალი ხარჯია და მნიშვნელოვანია, წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული.

ამასთან, თბილისისგან მკვეთრად განსხვავებულია ხარჯები, რომელიც დუბაიში გექნებათ. ახლად შეძენილ ბინაში ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი და შესაბამისად, გაგრილების სისტემა სრულად გამორთულია. თითოეულ მათგანს ცალკე იფორმებთ თქვენს სახელზე და ამისათვის იხდით დეპოზიტს. მაგალითად: წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი 2 000 დირჰამი ანუ 1 465 ლარია, წყლის - 200 დირჰამი ანუ 145 ლარი და ა.შ.

  • დუბაიში დამატებით არსებობს თუ არა სპეციფიკური რეგულაციები, რომელიც ბინის შეძენის ან დაქირავების მსურველმა უნდა იცოდეს?

მინდა ვისაუბრო ერთ დეტალზე, რაზეც ხშირად უძრავი ქონების აგენტები ყურადღებას არ ამახვილებენ ხოლმე, თუმცა მისი გათვალისწინება აუცილებელია: თუ შეიძინეთ ბინა, რომელშიც ქირავნობის ხელშეკრულებით ცხოვრობენ პირები, თქვენ, როგორც ახალ მესაკუთრეს უფლება არ გაქვთ, მათ ქირის გადასახადი გაუზარდოთ ან ფართის გათავისუფლება მოსთხოვოთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დუბაიში მოსახლეობის 80%-ზე მეტი ექსპატებზე მოდის და სახელმწიფო პოლიტიკა მაქსიმალურად მათ დაცვასა და მათთვის მოსახერხებელი საცხოვრებელი პირობების შექმნაზეა ორიენტირებული.

თუ თქვენს ახლად შეძენილ ბინაში ცხოვრება გსურთ, დამქირავებლებს უნდა მიმართოთ ოფიციალური წერილით (Eviction letter), თუმცა ამ შეტყობინების გაგზავნიდან 2 წლის განმავლობაში უძრავი ქონების გაქირავების უფლება არ გექნებათ. დამქირავებელს კი კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეეძლება ბინაში ცხოვრება და ამ ყველაფერს, კანონი არეგულირებს.

თუ თავადაც აპირებთ ბინის დაქირავებას და არა შეძენას, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

  • როდესაც შეძენილ ბინაში საცხოვრებლად გადავალთ, გვენიჭება თუ არა გარკვეული ფინანსური ვალდებულებები?

დიახ, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, გექნებათ ორი მთავარი ხარჯი:

1. სერვისის გადასახადი - დასუფთავება, კონსიერჟი, პარკინგის ადგილი. აღნიშნული გადასახადი დაითვლება თქვენი უძრავი ქონების ფართობის მიხედვით. გარკვეული წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, ვილის შემთხვევაში სერვისის გადასახადის ფასი 1 კვ.მ-ზე 3-დან 10 დირჰამამდე ანუ დაახლოებით 2-დან 7 ლარამდეა; ბინის შემთხვევაში კი 10-დან 60 დირჰამამდე ანუ დაახლოებით 7-დან 45 ლარამდე. გადასახადი დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად პრესტიჟულ უბანში ფლობთ ბინას;

2. ყოველთვიურად გადაიხდით იმ თანხის 5%-ს, რის მიხედვითაც დუბაის ბაზრის მიხედვით გააქირავებდით კუთვნილ ბინას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წყლისა და გაგრილების სისტემის გადასახადი განსაკუთრებით მაღალია ზაფხულის სეზონზე. ბევრმა უცხოელმა ინვესტორმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ არის შემორჩენილი ისეთი ცათამბჯენები, სადაც კონდიციონერის გადასახადებისგან თავისუფალი ხართ. როგორც წესი, ასეთ დეტალებზე ისეთი პირები ვართ ინფორმირებულები, ვინც დუბაიში ვცხოვრობთ. ჩემს მომხმარებლებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოველთვის ვაყენებ ხოლმე საქმის კურსში.

თავადაც, როდესაც დუბაიში ბინის შეძენა გადავწყვიტე, ვიპოვე ისეთი ცათამბჯენი, სადაც კონდიციონერის მოხმარების საფასურს არ გადავიხდიდი, რამაც ჩემი ყოველთვიური გადასახადები 300 დოლარით შეამცირა.

  • საინტერესოა, გაიზარდა თუ არა მომართვიანობა საქართველოდან დუბაიში უძრავი ქონების შეძენასთან ან დაქირავებასთან დაკავშირებით?

რადგანაც როგორც ტურისტულ, ისე უძრავი ქონების ბიზნესშიც უკვე წლებია ვარ, ბაზარზე არსებულ პროცესებს აქტიურად ვაკვირდები და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ორივე სფეროში ინტერესი მზარდია. დუბაიში იმდენად ბევრი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვითარდე და საკუთარი კარიერა შექმნა, რომ ასეთი მოთხოვნა არც არის გასაკვირი.

მოლოდინი მაქვს, რომ სამომავლოდ საქართველოდან მომართვიანობა კიდევ უფრო მაღალი იქნება და მეც მზად ვარ, საქართველოდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუწიო კონსულტაცია უძრავი ქონების შეძენა-დაქირავებასთან დაკავშირებით.

დუბაიში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ დიანა ნანუაშვილს ფეისბუქის ან ინსტაგრამის საშუალებით ან დაუკავშირდით WatsApp-ით ნომერზე +971 50 713 4372.

NS