რუსულ-ბელარუსული თვითმფრინავების პირველი გამოცდები 2025-2026 წლებში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთსა და ბელარუსს შორის უკვე გაფორმებულია Osvey ორძრავიანი მსუბუქი მრავალფუნქციური თვითმფრინავების წარმოების პროგრამა და 2038 წლისთვის 178 თვითმფრინავის წარმოებაა დაგეგმილი.
ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხნის მთავარ კონტრაქტორად ბელარუსული, 558-ე თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ორძრავიანი მსუბუქი მრავალფუნქციური თვითმფრინავების წარმოება, 19 სამგზავრო ადგილით.
დეველოპერების წინაშე დგას დავალება, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანობა უცხოურ ანალოგებთან, როგორიცაა Cessna-408 SkyCourier, L-410NG, Indonesian Aerospace N-219, DHC-6 300 Twin Otter.