ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა $20 მილიონს გადააჭარბა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან 17,9 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.

ნათია ზარიძე