TKT.GE საქართველო-ჩეხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის ბილეთების შეძენის ინსტრუქციას და წესებს აქვეყნებს.
კომპანიის განცხადებით, „ იმ შემთხვევაში თუ სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება“.
„7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.
გაყიდვები 15 აგვისტოს 12:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენის ინსტურქცია:
ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
მნიშვენლოვანია გაითვალისწინოთ:
რიგის ნომერი ზუსტად 12:00 საათზე, შემთხვევითობის პრინციპით მოგენიჭებათ, შესაბამისად, ვებ-გვერდზე წინასწარ შესვლა რიგითობაზე გავლენას არ იქონიებს
არ გააზიაროთ რიგის სქრინი ან ბმული, არ განაახლოთ (დაარეფრეშოთ) გვერდი
დარწმუნდით ინტერნეტ კავშირის გამართულობაში
დამატებითი ღონისძიებები გატარდება გადამყიდველების მიმართ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სისტემა დააფიქსირებს გადამყიდველისთვის დამახასიათებელ ქცევას, მსგავსი ტიპის მომხმარებელს შეეზღუდება ყიდვის უფლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.