6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება.

სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ფიზიკური - 212;
  • ფსიქოლოგიური - 187;
  • სექსუალური - 79;
  • უგულებელყოფა - 140;
  • იძულება - 8;
  • ეკონომიკური ძალადობა - 5;
  • ადრეული ქორწინება - 112;
  • შრომითი ექსპლუატაცია - 0;
  • ბულინგი/კიბერბულინგი - 12;
  • სხვა - 202.