ყაზახეთის ეროვნული რკინიგზის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR), იგივე შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14-ჯერ გაიზარდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ყაზახეთიდან ბაქომდე მიწოდების დრო 9 დღემდე შემცირდა, ფოთი/ბათუმამდე - 12 დღემდე, ხოლო ფოთი/ბათუმი-კონსტანცამდე ტვირთის გადაზიდვის დრო 20-22 დღემდეა შემცირებული.
შეგახსენებთ, 2023 წელს TITR-ის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვა, 2022 წელთან შედარებით, ანალოგიური 65%-ით გაიზარდა და 2.7 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ, როცა 2022 წელს 1.7 მლნ ტონას შეადგენდა. TITR ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, შემდგომ კი თურქეთისა და ევროპის ქვეყნების გავლით გადის. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის ნაწილია.