გასულ კვირაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,36 მლნ ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,36 მილიონი ბარელით გაიზარდა და 430,881 მილიონი ბარელი შეადგინა.

ბენზინის მარაგები შემცირდა 2,89 მილიონი ბარელით და შეადგინა 229,612 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 1,67 მილიონი ბარელით და შეადგინა 126,213 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

ნათია ზარიძე