ლიეტუვამ ბელარუსული რეგისტრაციის მქონე მანქანებთან დაკავშირებით ამკრძალავი ზომები გააფართოვა.
სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, ვილნიუსი არა მხოლოდ კრძალავს მათ ქვეყანაში შესვლას 16 აგვისტოდან, არამედ მოითხოვს, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა ყველა მანქანამ ლიეტუვის ტერიტორია 2025 წლის 18 იანვრამდე დატოვოს.
ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 18 ივლისს ამოქმედდა. დღემდე გამონაკლისი მოქმედებდა მხოლოდ იმ მანქანებზე, რომელთაც ლიეტუვის ვიზის ან ბინადრობის ნებათვის მფლობელი მართავდა.