რა პირობებით ვაჭრობს საქართველო რუსეთთან - შეთანხმების დეტალები

საქართველოსა და რუსეთის შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 1994 წლის 10 მაისიდან მოქმედებს.

შეთანხმება 22-მუხლიანია და მთავრობებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის პრინციპებს ადგენს.

მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები არ იყენებენ საბაჟო გადასახადებს და ანაკრბებს, რომლებიც ერთნაირად მოქმედბენ იმ საქონლის ექსპორტსა და იმპორტზე, რომლის წარმოშობის ადგილია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორია და დანიშნულია მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე მისაწოდებლად. საქონლის ნომენკლატურის შესათანხმებლად სავაჭრო რეჟიმის გამოყენების თავისებურება ორივე ქვეყანას შორის ფორმდება ყოველწლიური ოქმებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები პირდაპირ ან ირიბად არ დაბეგრავენ წინამდებარე შეთანხმებით მოცულ საქონელს ქვეყნის შიდა გადასახადებით ან ანაკრებებით, რომლებიც აღემატება ამ შესაბამის გადასახადებს ან ანაკრებებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყანაში წარმოებული საქონელი;

მუხლი 3

1. ხელშემკვრელი მხარეები თავს შეიკავებენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან მათი ექვივლენტური ღონისძიებების გამოყენებისაგან.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები რაოდენობრივი შეზღუდვები შეიძლება დადგინდეს ცალმხრივად, გონივრულ ფარგლებში და მკაცრად გასაზღვრული ვადით მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში; ამ საქონლის მწვავე დეფიციტის დროს შიდა ბაზარზე – ბაზარზემდგომარეობის სტაბილიზაციამდე; საგადასახადო ბალანსის მწვავე დეფიციტის დროს – საგადასახადო ბალანსის სტაბილიზაციამდე; თუ რომელიმე საქონელი იპორტირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ისეთი გაზრდილი ოდენობით, ან ისეთ პირობებში,რომლებიც ზიანს აყენებს, ან ემუქრება ზიანს მიყენებით მსგავსი, ან უშუალოდ კონკურირებადი საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებს; წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

3. წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები რაოდენობრივი შეზღუდვები შეიძლება ასევე დადგინდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებითაც და შედის ყოველწლიურ ოქმებში, რომელიც მოხსენებულია წინამდებარე შეთანხმების 1-ელ მუხლში.

4. ხელშემკვრელი მხარე, რომელიც გამოიყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, წარადგენს ამ შეზღუდვების შემოღების მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას.

5. ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან კონსულტაციების მეშვეობით გადაჭრან ყველა საკითხი, რომელიც წარმოშობა წინამდებარე მუხლის მე-2პუნქტში გადმოცემული რაოდენობრივი შეზღუდვების გამოყენებასთან დაკავშირებით.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების სრული ტექსტის ნახვა შესალებელია ბმულზე.

ამასთან, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სხვა ქვეყნებიდან განსხვავებით ითვალისწინებს გამონაკლისებს, კერძოდ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმიდან გარკვეული სახის საქონლის ამოღებას.

რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან ამოღებული პროდუქციის ნუსხა ასეთია:

შაქარი თეთრი

ლუდი ალაოსი

არადენატურირებული ეთილის სპირტი- არანაკლები 80% სპირტის კონცენტრაციით; ეთილის სპირტი და ნებისმიერი კონცენტრაციის დენატურირებული სხვა სპირტები

არადენატურირებული ეთილის სპირტი. 80%–ზე ნაკლები სპირტისკონცენტრაციით; ჭურჭლის მოცულობით: 2ლ. და ნაკლები; 2ლ–ზემეტი

სიგარები, ბოლოებმოჭრილი სიგარები, სიგარილები (წვრილისიგარები) და თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან დამზადებული სიგარეტები

ნათია ზარიძე