საქართველოში, სუპერმარკეტებში ერთი კილოგრამი კარტოფილი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია - ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის აგვისტოს რეიტინგში წერია.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა ეფუძნება 95 ქვეყნის მონაცემებს. ამ რეიტინგში საქართველო 76-ე ადგილს იკავებს, მეზობელი სომხეთი - 78-ე ადგილს, აზერბაიჯანი - მე-80 ადგილზეა, თურქეთი - 82-ე ადგილზე, რუსეთი კი 88-ე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სუპერმარკეტებში მეზობელ ქვეყნებს შორის ერთი კილოგრამი კარტოფილი ყველაზე ძვირია.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მიხედვით, ჩვენთან ერთი კილოგრამი კარტოფილის საშუალო ფასი სუპერმარკეტებში 0.71 დოლარი ღირს, სომხეთში - 0.69 დოლარი, აზერბაიჯანში - 0.62 დოლარი, თურქეთში - 0.59 დოლარი და რუსეთში - 0.49 დოლარი.
ამავე რეიტინგის მიხედვით, ერთი კილოგრამი კარტოფილი ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაში ღირს - 3.89 დოლარი, ყველაზე იაფი კი პაკისტანში - 0.34 დოლარი.
Top-5 ქვეყანა, სადაც კარტოფილი ყველაზე ძვირია:
Top-5 ქვეყანა, სადაც კარტოფილი ყველაზე იაფია: