წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა წლიურად 3.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 887.6 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი იყო. ეს მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში სულადობა 919.2 ათასს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფურებისა და ფურკამეჩების რაოდენობა 410.7 ათასს შეადგენდა, რაც წლიურად 4.9%-იან კლებაზე მიუთითებს. შარშან პირველ ნახევარში რაოდენობა 431.9 ათასს აღწევდა.
საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ღორების რაოდენობა. კერძოდ, ორ კვარტალში საქართველოში 198.1 ათასი სული ღორი იყო, რაც წლიურად, 10.9%-იან ზრდას ნიშნავს. გასული წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში 178.6 ათასი ღორი იყო აღრიცხული.
ამასთანავე, 3.6%-ით არის შემცირებულია ფრინველის რაოდენობა. წელს მათი რაოდენობა 10.4 მილიონ ფრთას შეადგენდა, შარშან იმავე პერიოდში კი 10.7 მილიონი ფრთა იყო.