საქართველოში რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხორცის კი გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში რძის წარმოება 8.9%-ით შემცირდა. საქსტატის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანამ 184.1 მილიონი ლიტრი რძე აწარმოა, შარშან იმავე პერიოდში კი 202 მილიონი ლიტრი.

გარდა რძისა, შემცირებულია კვერცხის წარმოებაც. გასული წლის მეორე კვარტალში თუ ქვეყანამ 170.5 მლნ კვერცხი აწარმოა, წელს იმავე პერიოდში რაოდენობა 162.9 მილიონს შეადგენდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კვერცხის წარმოება 4.5%-ით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში 11.1%-ით არის გაზრდილი ხორცის წარმოება. წელს ქვეყანაში 19 ათასი ტონა ხორცი იწარმოა, შარშან იმავე პერიოდში კი 17.1 ათასი ტონა.

მერი ტაბატაძე